შეხვედრა ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) წარმომადგენლებთან


2015-02-12

„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ 2015 წლის 12 თებერვალს „ევროპის საინვესტიციო ბანკის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ დირექტორი გიორგი ამაშუკელიც ესწრებოდა. 
შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო  NIF-ის (სამეზობლო საინვესტიციო შესაძლებლობა) ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებისა და წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია პროექტი WIMP II -თან დაკავშირებული ტექნიკური და ფინანსური საკითხები. მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს რეგიონებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები და  მათ სრულყოფაზე ისაუბრეს. 
შეხვედრაზე ასევე განიხილეს „ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ“ სამომავლო პროექტების დაფინანსებაც. 




სიახლეები