
წყალმომარაგების კომპანია ზესტაფონის აბონენტებს მიმართავს
2014-10-17
ყურადღება! “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია” გაცნობებთ, რომ ხოხოულას სათავე ნაგებობიდან გამომავალ 500მმ დიამეტრის წყალგაყვანილობის მაგისტრალურ ქსელზე გადაუდებელ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 20-21 ოქტომბერს დ. აღმაშენებლის, შ.რუსთველის, მეგობრობის, ფარნავაზ მეფის, ნ. დუმბაძის, ს.ზაქარიაძისა და 9 აპრილის ქუჩების აბონენტები სასმელ წყალს გრაფიკით გათვალისწინებული დროის (8 საათიდან 11 საათამდე) ნაცვლად, 21 საათიდან 23 საათის ფარგლებში მიიღებენ.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარეგების კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხებისთვის.