სოფელ ძველი ანაგის წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად პროექტირება-მშენებლობა იწყება
2019-09-20
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად პროექტირება-მშენებლობას იწყებს.
შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ და კომპანია შპს „ალგეთი“-ს დირექტორმა, შალვა შალვაშვილმა. შეხვედრას კომპანიის დირექტორის მოადგილეები ესწრებოდნენ.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა ახალი რეზერვუარი და ჭაბურღილი, ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ ჭაბურღილს. გარდა ამისა, სოფლის ტერიტორიაზე მთლიანად შეიცვლება შიდა წყალმომარაგების ქსელები.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, მომავალი წლის შემოდგომიდან, სოფლის 2000-მდე მაცხოვრებელი სტაბილური წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2,678,926.15 ლარით ფინანსდება.