ეკატერინე გალდავამ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორთან სამუშაო შეხვედრა გამართა


2019-07-30

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა კომპანიის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ მენეჯერთან, ბესიკ ფილაურთან ერთად, მხარის გუბერნატორს, ბესიკ ამირანაშვილს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე რეგიონში წყალმომარაგებისა და წყალარინების კუთხით მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს, მათ შორის ქალაქ ვალეში, აბასთუმანსა და დაბა ადიგენში წყლის სისტემების მშენებლობაზე, რომლის სამუშაოებს კომპანია აქტიურად ახორციელებს.  

მხარეებმა წაღვერში, ნინოწმინდასა და ბაკურიანში წყალმომარაგების კუთხით დღეს არსებული გამოწვევებიც განიხილეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.




სიახლეები