კომპანიის სახელობის სტიპენდია
გაერთიანებული წყლამომარაგების კომპანიამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტებისათვის „წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების“ კონკურსი ჩაატარა. კონკურსის თემები და პროცედურები სტუდენტებს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ წარმომადგენლებმა და ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გააცნეს.
„საქრთველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ წყალმომარაგებისა და წყალარინების დარგის პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ტექიკურ უნივერსტეტში დაარსა კომპანიის სახელობის სტიპენდია. სტიპენდიის კონკურსი უკვე მესამეჯერ ტარდება და გამოვლენილია მესამე გამარჯვებული - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დოქტორანტი: გოგუცა სულთანიშვილი თემით - ქალაქ ლანჩხუთის წყალმომარაგებისათვის რეაბილიტაცია - რეკონსტრუქცია. გამარჯვებულ სტუდენტს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დაუფარავს სწავლის გადასახადს. გარდა ფულადი პრემიისა სტიპენდიანტს საშუალება ექნება პრაქტიკული ცოდნა მიიღოს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ტრეინინგ ცეტრში, რომელიც აღჭურვილია ყველა სახის საინჟინრო საქმიანობის შესასწავლად. კონკურსში გამარჯვებული სტუდენტის დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა 18 ივლისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შენობაში. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ტექნიკური დირექტორი გიორგი კობერიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, სტუდენტური თვითმართველობის წარმომადგენლები და ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები.