კომპანიის ხელმძღვანელობა აშშ-ში გლობალურ ინფრასტრუქტურულ ფორუმში მონაწილეობს


2014-02-26

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები გიორგი ამაშუკელი და გიორგი სოლომონია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი არჩილ ცაბუტაშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით შავლიაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში მეშვიდე გლობალურ ინფრასტრუქტურულ ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას.

ფორუმზე განხილული იქნება საქართველოში ინფრასტრუქტურის სხვადასხვა დარგების განვითარების პერსპექტივები და ინვესტირების განხორციელების შესაძლებლობები. მინისტრის მოადგილე გიორგი ამაშუკელი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენელი გიორგი ჭოლაძე 26 და 27 თებერვალს ფორუმის მონაწილეების წინაშე მოხსენებით წარსდგებიან და საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების - აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის შესახებ ისაუბრებენ.

ფორუმის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია, ასევე, გამართავს შეხვედრებს კომპანია AECOM-ის და სხვა წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან.




სიახლეები