კომპანიის ხელმძღვანელობა საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო


2013-12-08

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გენერალური დირექტორი არჩილ ცაბუტაშვილი და დირექტორის მოადგილე კომერციულ საკითხებში გიორგი კობერიძე 6-8 დეკემბერს ქ. ქობულეთში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის ინიციატივით გამართულ საჯარო -კერძო პარტნიორობის (public private partnership) კონფერენციას დაესწრნენ.

კონფერენციას, რომელიც ეკონომკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა გახსნა, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის სხვა წარმომადგენლები, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელი პირები ესწრებიან.

ღონისძიების ფარგლებში, მსოფლიო ბანკის ექსპერტების მიერ, განხილული იქნა საჯარო-კერძო სექტორის ურთიერთობის ფორმები და ამ პარტნიორობის წარმატებული მაგალითები; პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებისათვის საჭირო ფინანსური მექანიზმები, ასევე პარტნიორობის განვითარების იურიდიული და ინტიტუციონალური ჩარჩო. 




სიახლეები