გაუმჯობესებული წყალმომარაგება აბაშის მოსახლეობას


2017-10-24

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ და   აზერბაიჯანული კომპანიის ,,As Inshaan-N”  წარმომადგენელმა აზარ ასვაროვმა აბაშის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.

პროექტი ითვალისწინებს აბაშის წყალმომარაგების  სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას, მაგისტრალური ქსელის შეცვლას, მოსახლეობის გამრიცხველიანებას.

პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და ის 12,985,000 ლარი ჯდება.  სამუშაოების დასრულების შემდეგ აბაშის მოსახლეობა 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

აზერბაიჯანული კომპანია ,,As Inshaan-N”  საქართველოში უკვე ახორციელებს ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობისა და ჯვარის წყალმომარაგების ქსელის მშენებლობის პროექტებს, ასევე, მონაწილეობს არაერთ საერთაშორისო პროექტში.

აბაშის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტის დასრულება 2018 წელს იგეგმება.

 




სიახლეები