ქალაქ კასპის წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად პროექტი შემუშავდა
2011-11-01
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ქალაქ კასპში წყალმომარაგების სამომავლოდ გაუმჯობესების მიზნით პროექტი შეიმუშავა, რომელიც კასპის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციას გულისხმობს. პროექტი მოიცავს მრავალ, სხვადასხვა ტიპის სამუშაოებს, როგორებიცაა სატუმბო სადგურის რეაბილიტაცია, ახალი ტუმბოების მონტაჟი, საქლორატოროს მოწყობა, რეზერვუარის მშენებლობა და დამატებითი წყალმიმღების მოწყობა.
აღნიშნული პროექტის მიხედვით კასპში სამშენებლო–სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება ახლო მომავალში იგეგემება. სამუშაოების სრულად განხორციელების შედეგად ქალაქს 24სთ–ანი წყალმომარაგება ექნება.
ამჟამად კასპის მოსახლეობას წყალი ყოველდღიურად საშუალოდ 2–4სთ–ის განმავლობაში მიეწოდება.