ანაკლიის ტურისტულ ზონაში წინასწარი ეკოლოგიური შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდა


2011-09-23

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხარისხის მართვის, განსახლებისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტმა ანაკლიაში ტრეინინგ ცენტრისა და ტრეინინგ პოლიგონის საპროექტო დოკუმენტაციისა და  წინასწარი ეკოლოგიური შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩაატარა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა პროექტის პრეზენტაციასთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობასა და საჯარო განხილვის დამსწრეებს ვრცლად გააცნეს დაგეგმილი საქმიანობის შესახებ. დეპარტამენტის თანამშრომლებმა განხილვის მონაწილეებს ტრეინინგ ცენტრის მშენებლობის, ექსპლუატაციის და შემარბილებელი ღონისძიებების ზემოქმედების შედეგების შესახებ  აცნობეს.

პრეზენტაციის მსვლელობისას ადგილობრივ მოსახლეობას, მუნიციპალიტეტსა და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებს შორის დისკუსია გაიმართა.

 




სიახლეები