სასმელი წყლის სინჯებში ტყვია და სიცოცხლისთვის სხვა საშიში მეტალები არ აღმოჩნდა


2017-08-07

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოპერირების არეალში მოქცეულ რეგიონებში სასმელი წყლის სინჯებში სიცოცხლისთვის საშიში მეტალების: ტყვიის, კადმიუმის, დარიშხანის შემცველობა ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციაზე დაბალია  და, ამ მხრივ, წყალი უსაფრთხოა მომხმარებლის ჯანმრთელობისთვის.

კომპანიის შესაბამისად აღჭურვილ ლაბორატორიაში (გაზური და იონური ქრომატოგრაფებით,  ულტრაიისფერი სპექტროფოტომეტრით, ზესუფთა წყლის სისტემით, მიკრობიოლოგიური დანადგარებით და ა.შ.)   ეროვნული სტანდარტების (საქართველოს მთავრობის დადგენილება #58 2014წლის 15 იანვარი)  და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ისო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება წყლის ხარისხის კომპლექსური კვლევები.

სასმელ წყალში  მეტალთა შემცველობა განისაზღვრება  ინდუქციურად შეუღლებული პლაზმის ოპტიკურ-ემისიური სპექტროსკოპის საშუალებით (ISP-OES).  ხელსაწყო საშუალებას იძლევა, დაახლოებით,  40 წუთში ერთდროულად გაზომილი იქნას სასმელ წყალში 20-ზე მეტი მეტალის შემცველობა, მათ შორის,  მძიმე  და ტოქსიური მეტალების.




სიახლეები