ახალციხეში მდებარე ისტორიული კომპლექსი რაბათი დღეიდან 24 საათიანი წყალმომარაგებას მიიღებს.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარეგების კომპანიამ ახალციხეში მდებარე ისტორიულ კომპლექს რაბათში მთლიანად დაასრულა წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოები. აქამდე კომპლექსი მოკლებული იყო სასმელ წყალს, რადგან არ არსებობდა ან მთლიანად განადგურებული იყო არსებული ინფრასტუქტურა. კომპანიამ ახალციხის მუნიციპალიტეტის დავალების საფუძველზე, იქ მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების პარალელურად მოახდინა წყალმომარაგების ახალი ქსელის მონტაჟი. შედაგად რაბათი წყალს 24 საათიან რეჟიმში მიიღებს.
კომპლექსი რაბათი მე–9 საუკუნით თარიღდება და მოიცავს ჯაყელების რეზიდენციას, ციხესიმაგრეს, უძველესი ქარვასლების ნანგრევებს, მუზეუმს, ბერძნულ, სომხურ და კათოლიკურ ეკლესიებს. აქვე მდებარეობს მეჩეთიც. მისი არქიტექტურული მრავალფეროვნება სხვადასხვა დამპყრობლებისა და იმდროინდელი ცივილიზაციების დიდ გავლენაზე მეტყველებს.
კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები მთლიანად მიმართულია რეგიონში ტურისტული მარშუტების განვითარებისკენ.