გიორგი თარხნიშვილი



გიორგი თარხნიშვილს წყალმომარაგების სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. იგი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში 2013 წლიდან მუშაობს და სხვადასხვა დროს იკავებდა არაერთ საპასუხისმგებლო პოზიციას.

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილედ დანიშვნამდე, 2017 წლიდან იყო რეალიზაციის დეპარტამენტის უფროსი. 2014-2016 წლებში იყო რეალიზაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მანამდე კი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის შემოსავლების სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა.
2010-2012 წლებში იყო კომპანია GWP-ის მთაწმინდა-კრწანისის შემოსავლების განყოფილების უფროსი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ნავთობგაზსადენების ექსპლუატაციის ფაკულტეტი.

ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

გიორგი თარხნიშვილი დაიბადა 1983 წლის 23 თებერვალს.