შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას საპროექტო დეპარტამენტის I კატეგორიის სპეციალისტის პოზიციაზე



შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას საპროექტო დეპარტამენტის I კატეგორიის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** შესაბამისი ტექნიკური დავალებების საფუძველზე საპროექტო არეალის შესწავლა და ადგილზე ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღება;
** კომპანიის ბალანსზე არსებულ წყალმომარაგება - წყალარინების სისტემებზე დაერთების პროექტების მომზადება;
** პროექტის მიხედვით მოცულობათა უწყისისა და სპეციფიკაციების მომზადება;
** საბოლოო საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სრული პაკეტის მომზადება;
** საჭიროების შემთხვევაში საპროექტო დოკუმენტაციაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი; პრიორიტეტულია - სამშენებლო, სამოქალაქო ინჟინერია, წყალმომარაგებისა და წყალარინების მიმართულება;
** მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი, მათ შორის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების პროექტირების ან ექსპერტიზის მიმართულებით;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** სასურველია სამშენებლო, საინჟინრო სფეროში გამოყენებადი პროგრამის: AutoCAD ცოდნა:
** სასურველია წყალმომარაგების და წყალარინების ქსელების ჰიდრავლიკური ანგარიშისთვის საჭირო პროგრამების ცოდნა;
** სავალდებულოა Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook მაღალ დონეზე ცოდნა:
** სავალდებულოა ქვეყანაში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა.

შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ქმნის თანასწორ და ღირსეულ სამუშაო გარემოს, სადაც განსხვავებული პერსპექტივები დაფასებულია და ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია აკრძალულია კანონის შესაბამისად.

კომპანია ხელს უწყობს მრავალფეროვანი გარემოს შექმნას და გენდერული ბალანსის მიღწევას. კომპანია მიესალმება გამოცხადებულ ვაკანსიებზე, მათ შორის ტექნიკურ პოზიციებზე, ქალი კანდიდატების მიერ განაცხადის შემოტანას და უზრუნველყოფს თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების მქონე სამუშაო გარემოს შექმნას.

დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 31 მარტის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: konkursi@water.gov.ge

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის (შეიძლება განისაზღვროს უფრო ნაკლები ვადა) ვადით. რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით კანდიდატი აცხადებს თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების აღნიშნული საფუძვლით დამუშავებაზე.