წყალი, ამოწურვადი რესურსი!



  • მსოფლიოში ასეულობით მილიონი ადამიანი ვერ მოიხმარს ხარისხიან და უსაფრთხო სასმელ წყალს.   დედამიწის მოსახლეობის თითქმის ნახევარზე მეტს, არ მიუწვდება ხელი სახლში უსაფრთხო, სანიტარულ პირობებზე, ხოლო დაახლოებით 50%    იმყოფება     საბაზისო ჰიგიენური პირობების გარეშე, როგორიც არის მაგალითად საპნით ხელის დაბანის შესაძლებლობა[1].
  • დაზოგე, გაუფრთხილდი და ნუ დააბინძურებ ბუნებრივ წყალს, მდინარეს, ზღვას ან ტბას - რესურსი შეზღუდულია! დაბინძურებული წყალი სხვადასხვა დაავადებას იწვევს.

 

     დაიცავი სანიტარულ ჰიგიენური ნორმები,    იზრუნე საკუთარ და სხვების ჯანმრთელობაზე!

  • ჰიგიენა და ხელების ხშირი დაბანა მკვეთრად ამცირებს ვირუსების გავრცელებისა და ბაქტერიების ორგანიზმში მოხვედრის რისკს.
  • ხშირად დაიბანეთ ხელები და მიაქციეთ ყურადღება, რომ ბავშვებმაც იგივე გააკეთონ.
  • საკვები გარეცხეთ გამდინარე წყლით.
  • მოერიდეთ დაბინძურებული წყლით სავსე ადგილებში საქმიანობას.
  • თუ არ სარგებლობთ ცენტრალური წყალმომარაგებით და იყენებთ ბუნებრივ შეუმოწმებელ წყალს (წყარო, მდინარე, ჭა ან ჭაბურღილი), მოხმარებამდე გააუვნებელყავით წყალი შემდეგი მარტივი მეთოდით:
  • აადუღეთ წყალი სუფთა ჭურჭელში მინიმუმ 3 წუთის განმავლობაში
  • გაუვნებელყოფილი წყალი შეინახეთ სუფთა, თავდახურულ ჭურჭელში, რათა დაიცვათ შემდგომი დაბინძურებისაგან

 

  • პლასტმასის ბოთლი შტამპით 01 (PET ან PETE) უსაფრთხოა ერთხელ გამოყენებისთვის. მაგრამ, თუ მას მზეზე გავაჩერებთ, ან ჩავასხამთ თბილ წყალს, სახიფათო იქნება ჯანმრთელობისთვის.
  • გახსოვდეთ, თუ წყლისთვის განკუთვნილ პლასტმასის, მრავალჯერადი მოხმარების ბოთლებს ხშირად არ გარეცხავთ თბილი, საპნიანი ან ძმრიანი წყლით, მათგან წყლის დალევა შესაძლოა, სახიფათო იყოს.
  • კატეგორიულად დაუშვებელია წყლის განთავსება არასასურსათო გამოყენების ჭურჭელში.
  • წყლის შესანახად უმჯობესია, გამოიყენოთ შუშის ან ემალის   ჭურჭელი.

 

უსაფრთხო წყალზე, სანიტარულ და ჰიგიენურ სერვისებზე წვდომა ქალებს და გოგონებს უქმნის განვითარების დამატებით შესაძლებლობებს!

  • ქალები და გოგონები ყოველდღიურად 200 მილიონ საათს ხარჯავენ თავისი ოჯახებისთვის წყლის შეგროვებაზე[1].
  • ქალები ორჯერ უფრო მეტ დროს უთმობენ აუნაზღაურებელ სამუშაოებს (დასუფთავება, საჭმლის მომზადება, რეცხვა და ა.შ.) ვიდრე კაცები. წყლის ნაკლებობაც მათზე ორჯერ მეტ გავლენას ახდენს.
  • წყალმომარაგება, სანიტარულ და ჰიგიენურ სერვისებზე წვდომა ამცირებს საოჯახო საქმეებისთვის საჭირო დროს და დადებითად მოქმედებს ქალების ჯანმრთელობაზე.
  • ქალებს და გოგონებს აქვთ შესაძლებლობა დაზოგილი დრო დაუთმონ სწავლას, მუშაობას და განვითარებას.

 

იყავი აქტიური, ჩაერთე წყლის პროექტების მართვაში და შეიტანე შენი წვლილი წყლის, წყალარინების სისტემის გაუმჯობესებაში.

წყლის ხარისხის უზრუნველყოფა და მუდმივი კონტროლი შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა“ და შესაბამისი მუნიციპალური სამსახურების ვალდებულებაა.

წყლის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემის არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ცხელ ხაზს: (+995) 32 293 00 00

კომპანიის მისამართი:

თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #5

ელ. ფოსტა: info@water.gov.ge

ვებ-საიტი : water.gov.ge