ქალაქ ცაგერის, სოფელ ქვედა ცაგერისა და დაბა ლენტეხის წყალმომარაგების სისტემების პროექტირება - მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ქალაქ ცაგერის, სოფელ ქვედა ცაგერისა და დაბა ლენტეხის წყალმომარაგების სისტემების პროექტირება - მშენებლობაზე ხელშეკრულება გააფორმა.
შესაბამის დოკუმენტს ხელი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანია
შპს „ინსი“-ს გენერალურმა დირექტორმა, ზვიად თოიძემ მოაწერეს.
სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია: სატუმბი სადგურების, რეზევრუარების, ახალი სათავე ნაგებობის მშენებლობა და არსებულის რეაბილიტაცია. დამატებით მოეწყობა წყალმომარაგების ქსელები და მაგისტრალური მილები. გარდა ამისა, მოხდება მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების შიდა და გარე გამანაწილებელი ქსელის მოწყობა.
პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 32 მლნ. ლარზე მეტი მოხმარდება.
სამუშაოების შემდეგად მოსახლეობა 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით შეძლებს სარგებლობას.