ალექსანდრე თევდორაძე ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს შეხვდა
2022-07-26
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე, მოადგილეებთან ერთად ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს გიორგი დოხტურიშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე, ასევე, ბოლნისის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, მიმდინარე და უკვე დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ისაუბრეს.
შეხვედრას ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს, გარდაბნის, წალკის და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერები ესწრებოდნენ.