გურჯაანში წყალარინების კოლექტორი უკვე შეკეთებულია!


2011-06-16

გურჯაანში  წყალარინების  კოლექტორის  დაზიანების  შესახებ  გაერთიანებული წყალმომარაგების  კომპანიის კახეთის  რეგიონული ფილიალისთვის  15  ივნისს  გახდა ცნობილი.  აღნიშნულ ფაქტზე,  გურჯაანის  სერვის  ცენტრის  საავარიო ჯგუფმა ოპერატიული  რეაგირება  მოახდინა.  წყალმომარაგების  კომპანიის  თანამშრომლები შეტყობინებისთანავე  დაზიანების ა დგილზე  მივიდნენ. მოხდა წყალარინების კოლექტორის სხვადასხვა  ნივთებისაგან  გაწმენდა,  რაც განაპირობებდა   კოლექტორიდან  ამოსული  წყლის  გადინებას  მოსახლეობის  სასოფლო-სამეურნეო  ნაკვეთების  მიმდებარე ტერიტორიაზე.

კახეთის  რეგიონული  ფილიალის  მენეჯერის  ფარნაოზ  მაყაშვილის  განმარტებით,  მსგავსი საავარიო  სიტუაციების  მოგვარება  კახეთის  მასშტაბით  ოპერატიულად  ხდება,  რაშიც საავარიო  ჯგუფებს,  თანამედროვე  ტექნიკა  და  ახალი  საავარიო  მანქანები  ეხმარებათ.

 





სიახლეები