საოკუპაციო ზოლის მიმდებარე 10 სოფლის წყალმომარაგება
საოკუპაციო ზოლის მიმდებარე, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების 10 სოფელში წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარებილიტაციო სამუშაოები 2016 წლის თებერვალში დასრულდა.
პროექტის ფარგლებში აშენდა ჭაბურღილები, საქლორატოროები და სადაწნეო კოშკები. შედეგად სასმელი წყლის პრობლემა 11 ათასზე მეტ ადგილობრივ მაცხოვრებელს მოუგვარდება.
სათავე ნაგებობა, საიდანაც სოფლები ( დიცი, ფლავი, ფლავისმინი, ფხვენისი, მერეთი, ქორდი, წითელუბანი, ზემო სობისი, ბოჟამი, ხვითი) სასმელი წყლით მარაგდებოდა, 2008 წლის ომის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა, რის შედეგადაც ადგილობრივ მოსახლეობას წყალმომარაგების პრობლემა შეექმნა.
პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა საერთო ღირებულებამ 3 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. სამუშაოებზე 50 - მდე ადგილობრივი მოსახლე დასაქმდა.