ფოთი



2016 წლის მაისში, ქალაქ ფოთში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, ნაბადას ტერიტორიაზე აშენდა სატუმბი სადგური,  საოპერატორო და საქლორატორო შენობები, წყალმომარაგების ქსელი და წყლის საფილტრი სადგური.ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ნოსირის 28 ჭაბურღილს.

დასრულებული სამუშაოების შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა 20-24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. ამასთან, დამატებითი სამუშაოების სახით, მოხდება 7 ჭაბურღილის რეაბილიტაცია, რომელიც ზაფხულში დასრულდება და უკვესრულად უზრუნველყოფს ქ. ფოთის 24 საათიან წყალმომარაგებას.   

ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის აზიის განვითარების ბანკმა 24 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი გამოყო. პროექტის ფარგლებში 180 ადამიანი დასაქმდა. 




სხვა პროექტები