უდაბნო



2016 წლის აგვისტოში დასრულდა ისტორიული პროექტი უდაბნოში.

40 წლიანი უწყლობის შემდეგ სოფელ უდაბნოს 24 საათიანი წყალმომარაგება აქვს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 4 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. 

უდაბნოს ცენტრალიზებული წყალმომარაგება არასდროს ჰქონია და მოსახლეობას კილომეტრების გავლა უწევდა სასმელი წყლის მოსამარაგებლად. პროექტის შედეგად, 1000-ზე მეტი ადგილობრივი მაცხოვრებელი უწყვეტი, სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებს.




სხვა პროექტები