გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ახალი სპეც-ტექნიკა შეიძინა
2011-06-03
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით კანალიზაციის გამწმენდი (ასინიზაციის) 6 დიდი მანქანა შეიძინა.
ახლად შეძენილი ტექნიკის ანალოგი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას აქამდე არ გააჩნდა. სპეც-ტექნიკა მრავალფუნქციურია და ერთდროულად რამდენიმე ოპერაციის შესრულება შეუძლია, რაც დაზიანებების და ავარიების ოპერატიულად აღმოფხვრას უზრუნველყოფს. კანალიზაციის სისტემების მოსაწესრიგებელი მანქანები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ექვსივე რეგიონულ ფილიალში დაიგზავნება. აღსანიშნავია, რომ კომპანია აქამდე აღნიშნულ ტექნიკას ქირაობდა.