გარდაბნის 6 სოფლის წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა გრძელდება
2021-12-03
გარდაბნის სოფლების - ზემო და ქვემო თელეთის, ახალწყალის, წალასყურის, მუხრანთელეთისა და კუმისის წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა გრძელდება.
პროექტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. სამუშაოებისთვის 10 მილიონი ლარის ინვესტიცია გამოიყო.
პროექტის შედეგად, აღნიშნული სოფლების მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით პირველად ისარგებლებს.
სოფლებში წყალმომარაგების სისტემები დღემდე არ არსებობს, ადგილობრივები წყალს თვითნებურად მოწყობილი ჭაბურღილების მეშვეობით იღებენ.
სამუშაოებით გათვალისწინებულია, წყალმომარაგების სრულიად ახალი სისტემებისა და რეზერვუარის მოწყობა.