გუგა კაკაბაძე
გუგა კაკაბაძეს სახელმწიფო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილედ დანიშვნამდე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში, სხვადასხვა დროს არაერთ საპასუხისმგებლო თანამდებობას იკავებდა.
2018-2021 წლებში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში, დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის პროექტების მართვის სამსახურის უფროსი იყო. მანამდე კი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის პროექტების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი. 2017-2021 წლებშო ამავე უწყებაში იკავებდა საავტომობილო გზების მშენებლობის რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსის, ხოლო 2013-2017 წლებში გზების მშენებლობის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციებს.
გუგა კაკაბაძე პროფესიით გზების ინჟინერია. იგი არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავტომობილო გზების, აეროდრომების, ხიდების და გვირაბების მშენებლობისა და საავტომობილო გზების ინჟინერიის (ტრანსპორტში) მაგისტრი.
2018 წლიდან - დღემდე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არის საავტომობილო გზების ინჟინერიის დოქტორანტი.