გიორგი კობერიძის შეხვედრა კომპანია SUEZ -ის წარმომადგენლებთან



საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი კობერიძე ფრანგული კომპანია SUEZ -ის რეგიონული ფილიალის დირექტორს ალან კარბონელს და პროექტების მენეჯერს ჟულიენ გიტეს შეხვდა. უცხოური კომპანია საქართველოს 7 ქალაქში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით ინვესტიციის ჩადებას გეგმავს.