გაუმჯობესებული წყალმომარაგება ბაღდათის მოსახლეობას



საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ ქ.ბაღდათში, წყალმომარაგების ინფრაქტრუქტურული სამუშაოები მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. პროექტის ფარგლებში ბაღდათში, თოდაძის ქუჩაზე, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, რეზერვუარის მილსადენების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.