წყალმომარაგების სისტემის სამუშაოები ვანის მუნიციპალიტეტში



საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში წყალმომარაგების სისტემის მიმდინარე სამუშაოები მოინახულა. პროექტის ფარგლებში, ქ. ვანის რამდენიმე ქუჩაზე და სოფელ სალხინოში, ჯამში 7 000 მეტრი სიგრძის წყალმომარაგების ახალი ქსელი მოეწყო. აღნიშნულ მონაკვეთზე წყლის ახალი მილები განთავსდა და სრულად მოწესრიგდა შიდა ინფრასტრუქტურა.