შეამოწმე შენი მრიცხველი



 

რა არის  წყლის მრიცხველის შესამოწმებელი სპეციალიზირებული სტენდი?

წყლის მრიცხველის შესამოწმებელი სპეციალიზირებული სტენდი  - ეს არის ლაბორატორია, რომელიც საშუალებას იძლევა მომხმარებელმა და ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა, გაარკვიოს საკუთარი წყლის მრიცხველის მუშაობის სიზუსტე და დადგენილი წესით მიიღოს ოფიციალური ცნობა მრიცხველის ვარგისიანობისა და ცდომილების სიდიდის შესახებ. ცნობას გასცემს "საქსტანდარტი".

სად შეიძლება რომ შევამოწმოთ მრიცხველი?

მრიცხველის შემოწმება შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე:

ქ. მცხეთა, ზაჰესი, წინამძღვრიშვილის 17ბ                   

ქ. ქუთაისი, გუგუნავას ქუჩა # 12                                 

რა შემთხვევაში შემიძლია ვისარგებლო მრიცხველის შემოწმების სერვისით?

იმ შემთხვევაში თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი მრიცხველი იმაზე მეტ გახარჯულ წყალს აღრიცხავს ვიდრე თქვენ მოიხმართ.

ვის შეუძლია მრიცვხელის შემოწმება?

მრიცხველის შემოწმება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს საქართველოს მასშტაბით, რომელიც სარგებლობს წყლის მრიცხველით.

რა დოკუმენტაცია არის საჭირო მრციხველის შესამოწმებლად?

მრიცხველის შემოწმების სურვილის შემთხვევაში საჭიროა მობრძანდეთ  კომპანიის სერვის ცენტრებში საქართველოს მასშტაბით და შეავსოთ განაცხადის ფორმა.

შეუძლია თუ არა აბონენტს განაცხადის გარეშე თვითნებურად მოხსნას ან დაამონტაჟოს მრიცხველი ?

განაცხადის გარეშე მრიცხველის მოხსნა/დამონტაჟება დაუშვებელია. თვითნებურად მოსხნის შემთხვევაში აბონენტი დაჯარიმდება „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის“ 32 დადგენილების მიხედვით. მრიცხველის მოხსნა/დამონტაჟება დაშვებულია  მხოლოდ კომპანიის წარმომადგენლის მიერ.

რა დრო სჭირდება მრიცხველის შემოწმებას?

მრიცხველი მოწმდება 3 დღის ვადაში.

რა სიხშირით შემიძლია მრიცხველის შემოწმება?

აბონენტს შეუძლია მრიცხველის შემოწმება (არაგეგმიური) ნებისმიერ მისთვის სასურველ დროს.

ფასიანი არის თუ არა შემოწმება?

მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე სასმელი წყლის მრიცხველის არაგეგმურ შემოწმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს იხდის მომხმარებელი, გარდა შემდეგი შემთხვევებისა: თუ სასმელი წყლის მრიცხველის გეგმური შემოწმების პერიოდი ან შემოწმების ვადა გადაცილებულია, ასევე, თუ სასმელი წყლის მრიცხველის ცდომილება არ შეესაბამება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას.

შემოწმება ფასიანია და მრიცხველის დიამეტრების მიხედვით შეადგენს:

d 15, d20 –    14 ლარი

d 25  –    22 ლარი

d32  –    30 ლარი

d40  –    55  ლარი

d50 –    70 ლარი

როგორ ხდება მრიცხველის შემოწმების საფასურის გადახდა?

მრიცხველის შემოწმების საფასურის გადახდა შესაძლებელია ადგილზე.

რა ხდება იმ შემთხვევაში თუ მრიცხველი გამართულია?

შემოწმების შედეგად თუ დადგინდება, რომ მრიცხველი მუშაობს დადგენილი სტანდარტის შესაბამისად (ISO464; ГОСТ 8.156-83) აბონენტის განაცხადის საფუძველზე  კომპანიის წარმომადგენელი დაუმონტაჟებს შემოწმებულ მრიცხველს.

რა შემთხვევაში ითვლება მრიცხველი დაზიანებულად?

თუ შემოწმების შედეგად დადგინდება მრიცხველის ცდომილება ცდება სტანდარტით დადგენილ ნორმებს.

როგორ მოვიქცე თუ შემოწმების შედეგად დადგინდა მრიცხველის უვარგისობა?

მრიცხველის უვარგისობის დადგენის შემთხვევაში საჭიროა მისი ახლით შეცვლა.

როგორ გადავიხდი მოხმარებული წყლის საფასურს მრიცხველის შემოწმების პერიოდში?

მრიცხველის შემოწმების პერიოდში კომპანიის მიერ მონტაჟდება დროებითი მრიცხველი ან დარიცხვა ხორციელდება წყლის საშუალო მოხმარების მიხედვით, "საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის" დადგენილების თანახმად.

 

სამუშაო საათები:

ორშაბათი -პარასკევი  09:00-დან 18:00-მდე