ქალაქ დუშეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე წყალარინების სისტემა მოეწყო


2020-01-23

რეგიონებში წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურად გრძელდება. ამჯერად, კანალიზაციის სისტემა ქალაქ დუშეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მოეწყო.

აღნიშნულ ქუჩაზე, სადაც 60 ოჯახი ცხოვრობს, კანალიზაციის სისტემა დღემდე არ არსებობდა.

სამუშაოების ფარგლებში მოეწყო წყალარინების ცენტრალური მილი. შედეგად, მოსახლეობა კანალიზაციის გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

სამუშაოები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დუშეთის სერვის-ცენტრმა განახორციელა.




სიახლეები