ზუგდიდში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალი სერვის ცენტრი გაიხსნა


2014-11-26

ზუგდიდში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალი, სერვის ცენტრი გაიხსნა. თანამედროვე ტექნიკითა და წყლის ხარისხის მაკონტროლებელი მობილური და სტაციონარული ლაბორატორიით აღჭურვილი ოფისი დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა დაათვალიერა. ახალი სერვის ცენტრი ზუგდიდის, ანაკლიისა და განმუხურის 7000-მდე ფიზიკურ და 500-მდე იურიდიულ პირს მოემსახურება. ოფისში ყველა პირობაა შექმნილი, რომ აბონენტებმა ოპერატიული და მაღალი ხარისხის მომსახურება, ასევე, დეტალური ინფორმაცია მიიღონ, ქალაქში წარმოებული პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და დავალიანებების შესახებ. 

 




სიახლეები