ქუთაისში დამატებით 900-მდე აბონენტი წყალმომარაგების ახალი ქსელით სარგებლობს


2019-04-30

ქალაქ ქუთაისში მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფის მიზნით წყლის სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის (II ფაზა) სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ქალაქში არსებული ამორტიზებული მილები ახლით ჩანაცვლდა, მოსახლეობა 24 - საათიან წყალმომარაგებაზე ეტაპობრივად გადადის.

მიმდინარე პროექტის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩაზე თუჯის მილები ეწყობა. სამუშაოების ფარგლებში ლაღიძის, დუმბაძის, გ. ტაბიძის, გალაევი-ნიჟარაძის, სარაჯიშვილის, ყაუხჩიშვილის, კ. ლორთქიფანიძის, გრიშაშვილის ქუჩებზე მაცხოვრებელი - დაახლოებით 900 აბონენტი ახალ ქსელზე გადაერთდა, ხოლო რუსთაველის ქუჩის გარკვეული ნაწილი დაახლოებით 200 აბონენტი 24 -საათიან წყალმომარაგებაზე გადავიდა.

წყალმომარაგების ახალ სისტემაზე გადაერთების სამუშაოები უკვე დასრულდა ასათიანის ქუჩაზე, ამ დროისთვის, სამუშაოების შედეგად დაზიანებული ასფალტის საფარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ქალაქის მასშტაბით ეტაპობრივად მიმდინარეობს წყალმომარაგების ძველი ქსელების გაუქმება და აბონენტების ახალ სისტემაზე გადართვა. შესრულებული სამუშაოების შედეგად, შემცირდა წყლის დანაკარგი და ადგილობრივ მაცხოვრებელს გაუუმჯობესდა წყლის ხარისხი.

ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის (II ფაზა) სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც, მოსახლეობას უწყვეტი წყალმომარაგება ექნება. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ 92,961,717.79 ლარით ფინანსდება.




სიახლეები