ეკატერინე გალდავა უზბეკეთში აზიის ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობს


2019-04-17

აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიწვევით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა სამუშაო ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები და სემინარები, სადაც მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები განიხილავენ მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებს ქალთა მმართველობისა და მათი როლის   შესახებ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.

კონფერენციის მონაწილეებს ეკატერინე გალდავამ ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში, საქართველოში წყალმომარაგების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო და ამ პროგრამის ფარგლებში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

,,ეს ფორმატი საკუთარი შინაარსით საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან წამყვანი კომპანიების ლიდერ ქალებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საშუალება ეძლევათ თავიანთი ქვეყნის გამოცდილება და გამოწვევები ერთმანეთს გაუზიარონ. შევიმუშავოთ სტრატეგია მეტად განვავითაროთ საკუთარი თავი , რომ შემდგომ მოლაპარაკებები სწორად და ეფექტურად წარვმართოთ. ეს არის უნიკალური პლათფორმა, რაც გვაძლევს საშუალებას ვისაუბროთ სირთულეებსა და მიღწევებზე, რაც არსებობს ქალების მმართველობასთან დაკავშირებით და ასევე, ერთობლივად ვიმსჯელოთ და ვეძებოთ მათი მარტივად გადაწყვეტის გზები ’’- განაცხადა ეკატერინე გალდავამ.

ტაშკენტი საერთაშორისო კონფერენციას აზიის განვითარების მანკის მხარდაჭერით 16-17 აპრილს მასპინძლობს.




სიახლეები