ირაკლი ურუშაძე წყალმომზადების სისტემების საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგება


2019-04-11

12 აპრილს, თბილისი „წყალმომზადების სისტემები - EU სტანდარტები, თანამედროვე ტექნოლოგიები და ენერგოეფექტურობა" პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს.

ღონისძიებას საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი, ჰუბერტ ქნირში გახსნის.

კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ურუშაძე კომპანიის საქმიანობას და პრიორიტეტებს გააცნობს. ისაუბრებს კომპანიის ოპერირების არეალში წყალმომარაგების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და გეგმებზე,   საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან პარტნიორულ თანამშორმლობასა და ინფრასტრუქტურულ საინვესტიციო გარემოზე.

შეხვედრაზე დარგის ექსპერტები და წყალმომარაგების სექტორის წარმომადგენლები სფეროში არსებულ სიახლეებსა და წყალმომზადების პროცესის სწორად წარმართვის მნიშვნელობაზეც იმსჯელებენ.

ღონისძიებას, 24 -ე საერთაშორისო სამშენებლო გამოფენის ‘’CAUCASUS BUILD’’-ის ფარგლებში, კომპანია ,,აკვალაინი“ უწევს ორგანიზებას. კონფერენცია 11:00 საათზე „ექსპო ჯორჯიას“ მესამე პავილიონში გაიხსნება.




სიახლეები