ფოთში დაზიანებული მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს


2019-04-02

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ფოთში წყლის დაზიანებული მაგისტრალური ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ამ დრომდე აწარმოებს, რათა უმოკლეს დროში მოსახლეობას წყალმომარაგება აღუდგეს.

კომპანიის სამეგრელოს რეგიონული ფილიალის საავარიო ჯგუფისა და შესაბამისი სამსახურების მხრიდან აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ქალაქის მოსახლეობას წყალმომარაგება 21:00 საათიდან აღუდგება.

ქ. ფოთში , მშვიდობის ქუჩაზე მაგისტრალური მილსადენი დაზიანდა, რის შედეგად აბონენტების დიდ ნაწილს წყლის მიწოდება დროებით შეუწყდა.




სიახლეები