წყლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სემინარი


2013-03-22

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების  კომპანიამ 22 მარტს, წყლის საერთაშორისო დღეს  მიუძღვნა სპეციალური სემინარი, რომელიც  რეგიონალური მედიის წარმომადგენლებმა მოისმინეს, სემინარზე ჟურნალისტები გაეცნენ  საინტერესო ინფორმაციებს ზოგადად   წყალის რესურსების დაზოგვის და გაფრთხილების გზებზე და მეთოდებზე,  ასევე მოისმინეს პარალელები ევროპასა და საქართველოში   წყლის ხარჯვასთან დაკავშირებით .

სიახლე არავისთვის არ არის, რომ წყალი  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დედამიწაზე ეკოსისტემების არსებობისთვის. სამწუხაროდ, მტკნარი წყლის მარაგი პლანეტაზე კატასტროფულად კლებულობს. გაეროს ექსპერტების მონაცემებით, დედამიწის მოსახლეობის ერთ მეექვსედს სუფთა სასმელი წყალი არ მიეწოდება, ბევრ ქვეყანაში კი სასმელი წყალი მხოლოდ იყიდება. მსოფლიოში 2,4 მილიარდ ადამიანს არ აქვს ცხოვრებისათვის აუცილებელი შესაბამისი სანიტარული პირობები. კლიმატის გლობალური ცვლილებები კი უფრო ართულებს სიტუაციას.

წყლის დღე - შეახსენებს ყველას, რომ უნდა გავუფრთხილდეთ წყლის რესურსებს, რაციონალურად და ეკონომიურად გამოვიყენოთ ბუნებრივი რესურსები, მაგალითისთვის საერთაშორისო ექსპერტების კვლევით დადგინდა რომ თუკი ონკანი არაა სრულად დაკეტილი და მოწვეთავს ვთქვათ 3 მმ სიგრძის წვეთი, დღე-ღამის განმავლობაში  დაიხარჯება 864 ლიტრი წყალი,  ასევე საინტერესო მონაცემები მიიღეს სპეციალისტებმა ჯერ კიდევ 1997 წელს :  ჩატარებული კვლევის შედეგად : აღმოჩნდა, რომ მაშინ, როცა თბილისში ერთ სულ მოსახლეზე 960 ლიტრი წყალი იხარჯებოდა,  ევროპელები ერთ სულ მოსახლეზე მხოლოდ 150-200 ლიტრ წყალს მოიხმარდნენ.

საქართველოში წყლის გამრიცხველიანებამ საგრძნობლად შეუწყო ხელი ამ მდიდარი რესურსის უაზროდ ხარჯვის შემცირებას  და წყლის დაზოგვას, ჩვენი კომპანია - საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია  საქართველოს მასტაბით გამრიცხველლიანების სამუშაოებს  კვლავ აგრძელებს: 2012 წლამდე გამრიცხველიანდა 61 000 აბონენტი, 2013 წელს გამრიცხველიანდება 44 000 აბონენტი, 2015 წლამდე  ნავარაუდევია სრული პროცესის დამთავრება. 




სიახლეები