წყალმომარაგების კომპანიამ ყაზბეგში წყლის სათავე ნაგებობის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო


2018-08-11

რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, ყაზბეგში ღვარცოფის შედეგად დაზიანებული წყლის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალური მილსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რათა უმოკლეს დროში დაბის მოსახლეობას წყალმომარაგება აღუდგეს.

პარალელურად, კომპანია წყალმზიდი სატრანსპორტო საშუალებით მეორე დღეა მოსახლეობას სასმელ წყალს უწყვეტ რეჟიმში აწვდის. წყლით საზოგადოებრივი დანიშნულების ცენტრები და ტურისტული ობიექტებიც მარაგდებიან.

ყაზბეგში, წარმოქმნილმა ღვარცოფმა წყალმომარაგების სათავე ნაგებობა და მაგისტრალური მილსადენი მნიშვნელოვნად დააზიანა, შედეგად ადგილობრივი მოსახლეობის დიდ ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდა.

ადგილზე მესამე დღეა მობილიზებულია კომპანიის შესაბამისი ტექნიკა და საავარიო ჯგუფები.




სიახლეები