წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ყვარელში
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, პრეზიდენტის რწმუნებულთან კახეთის რეგიონში გიორგი ღვინიაშვილთან და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან ირაკლი კვაშილავასთან ერთად ყვარლის წყალმომარაგების სისტემაზე ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგებს გაეცნო. რამაზ ნიკოლაიშვილი, გიორგი ღვინიაშვილთან ერთად ყვარელში მცხოვრებ -ხარატიშვილების ოჯახსაც ესტუმრა. როგორც მასპინძლებმა აღნიშნეს, წყლის მიწოდების საკითხი ყვარელში მართლაც მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა მინისტრს პირადად მიაწოდა ინფორმაცია ყვარელში და რეგიონის სხვა ქალაქებში წყალმომარაგების კუთხით განხორციელებული სამუშაოების შედეგების შესახებ.
წყალმომარაგების საკითხი ყვარელში წლების მანძილზე გადაუჭრელი პრობლემა იყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე ყვარლის 11 ათასამდე მოსახლე წყალს, ყოველ მეორე დღეს 4 საათიანი გრაფიკით იღებდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისა და სამივე ჭაბურღილის სისტემაში ჩართვის შედეგად კი სუფთა და ხარისხიან წყალს, ყვარლის მოსახლეობა ყოველდღიურად 8-10 საათიანი გრაფიკით იღებს.
პროექტის ფარგლებში წყლის სათავე ნაგებობიდან რეზერვუარამდე შეიცვალა 4 კილომეტრი ცენტრალური მაგისტრალი. მოხდა რეზერვუარებთან არსებული 3 ჭაბურღილის რეაბილიტაცია.