საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განცხადება


2018-05-23

23 მაისის 24:00 საათიდან - 24 მაისის 20:00 საათამდე, ქალაქ ქუთაისსა და მიმდებარე სოფლებში: ბანოჯა, ქვიტირი, ზედა მესხეთი, ბროწეულა, ოფშკვითი, უკანეთი, ქვედა მესხეთი და ფარცხანაყანევში მცხოვრებ შ.პ.ს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის აბონენტებს წყალმომარაგება შეეზღუდება.

წყალმომარაგების შეზღუდვა გეგმიური-სარემონტო სამუშაოთი არის გამოწვეული. მოხდება ქვიტირის რეზერვუარის გეგმიური რეცხვა-დეზინფექცია, რაც უმნიშვნელოვანესია წყლის ხარისხის სტაბილურობისთვის. სამუშაოების ფარგლებში, ასევე აღდგება მაგისტრალურ მილსადენზე ავარიების შედეგად დაზიანებული მონაკვეთები.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.




სიახლეები