საზოგადოებრივი სანიტარული კვანძების მშენებლობა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად, დაიწყო პროექტი, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონში, ევროპული სტანდარტების 50-მდე სანიტარული წერტილის მშენებლობას ითვალისწინებს. საზოგადოებრივი სანიტარული წერტილების არ არსებობა ანტისანიტარიას იწვევდა და დისკომფორტს უქმნიდა, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას ასევე ტურისტებს.
პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ყვარელში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რამაზ ნიკოლაიშვილმა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან ირაკლი კვაშილავასთან ერთად ყვარელში დაათვალიერა. ახალი შენობები თანამედროვე არქიტექტორების მიერ, ადგილმდებარეობის შესაბამისი დიზაინის მიხედვით არის დაპროექტებული.
ამ ეტაპზე ყვარელში მარჯანიშვილის და ჭავჭავაძის ქუჩაზე ორი მსგავსი ტიპის წერტილის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტზე, რომელიც საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება სულ 250- მდე ადამიანი დასაქმდება.