გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია


2011-12-26

დღეს, სასტუმრო "რედისონში" საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად 2011 წელს წყალმომარაგებისა და წყალარინების სიტემაში ჩატარებული სამუშაოების შედეგები შეაჯამა.

მოწვეულ სტუმრებს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ირაკლი კვაშილავამ ჩატარებული სამუშაოს შედეგები პრეზენტაციის სახით წარუდგინა და 2012 წლის გეგმები გააცნო.

2011 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, წყალმომარაგების სფეროში მასშტაბური სამუშაოები განახორციელა, რის შედეგადაც საქართველოს რეგიონებში წყალმომარაგება საგრძნობლად გაუმჯობესდა. რამდენიმე ათეული მუნიციპალური ცენტრი გადაყვანილი იქნა ყოველდღიურ, ხოლო მუნიციპალიტეტების ნაწილი, უწყვეტ წყალმომარაგებაზე გადავიდა.

სწორედ 2011 წელს დაიწყო, აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი 500 მლნ. აშშ დოლარის ათვისება. აღნიშნული თანხით ქუთაისის, ფოთის, ზუგდიდის, ანაკლიის, მესტიისა და ურეკის წყლისა და საკანალიზაციო სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება. პარალელურად, ევროპის საინვესტიციო ბანკის ეგიდით წელსვე, დაიწყო 40 მლნ. ევროს ღირებულების სამუშაოების ჩატარება საქართველოს 26 მუნიციპალიტეტში უწყვეტი წყალმომარაგების მიზნით.

რაც შეეხება 2012 წელს, დამდეგი წელი გარდამტეხი წელი იქნება საქართველოს რეგიონებისათვის წყალმომარაგების გაუმჯობესებისა და წყლის მიწოდების ყოველდღიურ რეჟიმზე გადასვლის თვალსაზრისით.




სიახლეები