ურეკის მოსახლეობას და დამსვენებლებს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება


2017-12-11

ურეკის მოსახლეობას და დამსვენებლებს მალე უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება.80 მილიონიანი პროექტი კომპლექსურ სამუშაოებს მოიცავს, რაც წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემის სრულად მოწესრიგებას, ასევე წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტს საქართველოს გაერთიანებუბლი წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.

სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, გურიის გუბერნატორთან, მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად დაათვალიერა. მინისტრმა მშენებლობის ხარისხი შეამოწმა და სამუშაოების მიმდინარეობის ტემპს გაეცნო.

 საკურორტო ზონაში წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა დღემდე არ არსებობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ურეკი მიიღებს წყალმომარაგების სრულიად ახალ ინფრასტრუქტურას, ხოლო თანამედროვე სტანდარტების გამწმენდი ნაგებობა მნიშვნელოვნად შეამცირებს რეგიონში გარემოზე მავნე ზემოქმედებას და ხელს შეუწყობს საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას. პროექტის ფარგლებში 200-მდე ადამიანია დასაქმებული. პროექტს აზიის განვითარეიბს ბანკი აფინანსებს.




სიახლეები