შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას ლოგისტიკის დეპარტამენტის სატრანსპორტო სამსახურის უფროსის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 5 040 ლარი (GROSS)
ფუნქცია-მოვალეობები:
** სატრანსპორტო სამსახურის საქმიანობის საერთო მართვა, დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის დავალებების გადანაწილება, შესრულების ხარისხისა და სამუშაო დისციპლინის კონტროლი;
** სამსახურის პოლიტიკის და საოპერაციო პროცედურების შემუშავება/დახვეწა, მათ შორის ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მძიმე ტექნიკის რაციონალური განაწილების მიმართულებით.
** ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მძიმე ტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებული ხარჯების ოპტიმიზაციისთვის ღონისძიებების შემუშავება და დანერგვა.
** ავტოსატრანსპორტო საშუალებების, სპეციალური და მძიმე ტექნიკის გამართულობასა და ეფექტურ/რაციონალურ ექსპლუატაციაზე ზედამხედველობა;
** სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის, ტექნიკური დათვალიერების, პარკირების, რეცხვისა და ტექნიკური მომსახურების შესყიდვის პროცედურების განხორციელება და კონტრაქტორი ორგანიზაციების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლი;
** საწვავის, საცხებ-საპოხი მასალების, საბურავებისა და აკუმულატორების საჭიროებების განსაზღვრა, ლიმიტების ფარგლებში მომარაგება და ხარჯვის მონიტორინგი;
** პროგრამაში — "ინფო საწარმო (FMG)" ტრანსპორტის მოდულის მონაცემთა, პირველადი სააღრიცხვო ჩანაწერებისა და რეესტრების წარმოების კონტროლი;
** სატრანსპორტო საშუალებებზე "აგაი" სისტემის მონტაჟისა და ფუნქციონირების ზედამხედველობა;
** სამსახურის ბიუჯეტით განსაზღვრული ხარჯებისა და გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში ანგარიშსწორებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება/ვიზირება;
** კომპანიაში შემოსული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების (ჯარიმების) შესაბამისი პირებისთვის მიწოდება და გადახდის კონტროლი;
** სატრანსპორტო სამსახურის საქმიანობის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით განვითარების გეგმების შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
** კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის წარმომადგენლობა სახელმწიფო უწყებებსა და სხვა ორგანიზაციებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება: სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი (სასურველია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი); მიმართულება/დარგი/სპეციალობა: სასურველია მენეჯმენტი, ფინანსები, ეკონომიკა;
** სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის ან მომიჯნავე სფეროში;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა; ენების ცოდნა: სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა.
საკანონმდებლო მოთხოვნები:
** საქართველოს კონსტიტუცია;
** საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს შრომის კოდექსი";
** საქართველოს კანონი "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ";
** სფეროსთან დაკავშირებული მოქმედი კანონმდებლობა და საკანონმდებლო აქტები.
პიროვნული მახასიათებლები:
** გუნდის მართვისა და ლიდერობის უნარი;
** ანალიტიკური და სისტემური აზროვნების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ოპერატიულობა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი
შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ქმნის თანასწორ და ღირსეულ სამუშაო გარემოს, სადაც განსხვავებული პერსპექტივები დაფასებულია და ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია აკრძალულია კანონის შესაბამისად.
კომპანია ხელს უწყობს მრავალფეროვანი გარემოს შექმნას და გენდერული ბალანსის მიღწევას. კომპანია მიესალმება გამოცხადებულ ვაკანსიებზე, მათ შორის ტექნიკურ პოზიციებზე, ქალი კანდიდატების მიერ განაცხადის შემოტანას და უზრუნველყოფს თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების მქონე სამუშაო გარემოს შექმნას.
დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 9 აგვისტოს ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: konkursi@water.gov.ge
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით კანდიდატი აცხადებს თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების აღნიშნული საფუძვლით დამუშავებაზე