ირაკლი ურუშაძე




ირაკლი ურუშაძე - საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე ფინანსურ საკითხებში.

 

ირაკლი ურუშაძეს კერძო სექტორში მმართველ პოზიციაზე მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება გააჩნია. სხვადასხვა დროს ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობები ს.ს. „დარიალი ენერჯი’’-ში. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილედ დანიშვნამდე იყო „დარიალი ენერჯი’’-ს გენერალური დირექტორი, ხოლო 2011-2016 წლებში ამავე კომპანიის ფინანსური დირექტორი. კარიერის ადრეულ ეტაპზე, მუშაობდა შპს. ,,ნიუ ჰოსპიტალში’’, ფინანსისტის პოზიციაზე.

ირაკლი ურუშაძე პროფესიით ფინანსისტია. დამთავრებული აქვს კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის ბიზნესის სკოლა (CSB). ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მიღებული აქვს 2016 წელს, საფრანგეთი-სინგაპურის ბიზნეს სკოლა ,,INSEAD’’-ში.

ფლობს ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებს.

დაიბადა 1990 წლის 5 იანვარს, თბილისში.