გამრიცხველიანდი




1.რისთვის არის საჭირო გამრიცხველიანება?

გამრიცხველიანება ხელს უწყობს წყლის მიწოდების გრაფიკის გაუმჯობესებასა და სასმელი წყლის მოხმარების ზუსტ აღრიცხვას.
 
2.თუ არის შესაძლებელი აბონენტმა თვითნებურად დაამონტაჟოს მრიცხველი?
აბონენტს შეუძლია შეიძინოს აღრიცხვის კვანძის ყველა დეტალი, მაგრამ მრიცხველის ტიპი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს;
 
3.რამდენია წყლის ტარიფი გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის?
1მ3  წყლის ღირებულება გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის შეადგენს წყალი-0.419 თეთრი, წყალარინება-0.08 თეთრი, ჯამში 0.499 თეთრი.
 
4.ვინ არის პასუხისმგებელი მრიცხველის მოვლა პატრონობაზე?
მრიცხველის დამონტაჟების შემდეგ მის მოვლა პატრონობაზე პასუხისმგებელი არის აბონენტი.
 
5.რა ხდება მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში?
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და  მოხმარების“ წესების შესაბამისად კომპანია ვალდებულია       დაზიანებული მრიცხველები შეცვალოს უსასყიდლოდ, გარდა ამავე დადგენილებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა (მაგალითისთვის, თუ გამოვლინდება, რომ აღრიცხვის კვანძი არ არის დამონტაჟებული საქართველოში მოქმედი ტექ.       რეგლამენტისა და სტანდარტების შესაბამისად, თუ მომხმარებლის ბრალით გამოწვეული დაზიანების შემთხვევაა სახეზე, აგრეთვე მრიცხველის მონტაჟის ადგილის გათვალისწინება).
 
6.სულ რამდენ ქალაქში მიმდინარეობს გამრიცხველიანება?
ამჟამად გამრიცხველიანება მიმდინარეობს შემდეგ 13 ქალაქში: დედოფლისწყარო, ლანჩხუთი, მარნეული, ოზურგეთი, თელავი, სენაკი, ხობი, კასპი, ასპინძა, ხაშური (სურამი) დუშეთი ,ფოთი, აბაშა.
 
7.რისთვის არის საჭირო გამრიცხველიანება?
გამრიცხველიანების პროცესი ხელს უწყობს კონკრეტულ ქალაქებში წყლის მიწოდების გრაფიკის გაუმჯობესებასა და სასმელი წყლის მოხმარების ზუსტად აღრიცხვას.
 
8.რა ტარიფს იხდის აბონენტი გამრიცხველიანების შემდეგ?
საშუალო სტატისტიკური მონაცემებით, 4 სულიანი ოჯახი გამრიცხველიანების შემდეგ თვეში დაახლოებით 7,03 ლარს იხდის, მაშინ როდესაც აღნიშნული ოჯახი გამრიცხველიანებამდე, სულადობის მიხედვით  იხდიდა 8,62 ლარს .
ფოთი:  სულადობით 8,16 ლარი,  გამრიცხველიანების შემდეგ 7,32 ლარი;
გორი: სულადობით 8,62 ლარი, გამრიცხველიანების შემდეგ   7,80 ლარი;
თელავი: სულადობით 4,80 , გამრიცხველიანების შემდეგ  4,14 ლარი;
ახალციხე: სულადობით 4,80 ლარი, გამრიცხველიანების შემდეგ  4,36 ლარი
 
9.რის საფუძველზე ხდება აბონენტისთვის მრიცხველის დამონტაჟება?
მრიცხველის დამონტაჟება ხდება გამრიცხველიანების ან რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარეობისას. ამასთანავე, აბონენტს შეუძლია სურვილის შემთხვევაში წყალმომარაგების კომპანიასთან შეთანხმებით დაამონტაჟოს მრიცხველი
 
10.თუ არის შესაძლებელი ორმა  საყოფაცხოვრებო აბონენტმა ისაგებლოს ერთი მრიცხველით?
ერთი მრიცხველით სარგებლობა დაუშვებელია.
 
11.აქვს თუ არა მრიცხველს საგარანტიო ვადა?
საყოფაცხოვრებო მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულება საგარანტიო ვადებს არ ითვალისწინებს.
 
12.ზამთარში მრიცხველის მოვლა პატრონობის წესები
კონკრეტულ ადგილებში კლიმატური პირობების გაუარესებისას მიზანშეწონია მომხმარებელმა საკუთარი ძალებით უზრუნველყოს მრიცხველის დამატებითი დათბუნება.