გიორგი ცეცხლაძე




გიორგი ცეცხლაძე (24 ივნისი, 1977, თბილისი) - საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე ადმინისტრაციულ საკითხებში 2017 წლის თებერვლიდან.

 

1995-1996 წლებში მუშაობდა საქართველოს ექსპორტ-იმპორტ ბანკის საერთაშორისო ოპერაციების დირექციის ლომბარდული ოპერაციებისა და ძვირფასი ლითონების მარაგების მართვის განყოფილებაში. 1996-1997 წლებში იყო "საქართველოს ექსპორტ-იმპორტ ბანკი"-ს დაკრედიტების დეპარტამენტის ბილინგის სპეციალისტი. 1998-2001 წლებში ეკავა შპს. "სიქსესი"-ს დირექტორის თანამდებობა. 2001-2003 წლებში მუშაობდა ს.ს. ინფორმაციისა და მონაცემთა გადაცემის რესპ. ცენტრის "ინფოკომი"-ს რეგიონული გაყიდვების მენეჯერად. 2014 წელს იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს. "თეთნულდ დეველოპმენტი"-ს დირექტორის მოადგილე. 2016-2017 წლებში მუშაობდა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის პროექტების მენეჯერად.

 

განათლება:

1999 წელს, დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მშენებელ-ეკონომისტის სპეციალობით.