ქუთაისში მიმდინარე ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით 27.04.2017



27 აპრილს, 08:00 საათიდან 19:00 საათამდე, ქალაქი ქუთაისის ზ. ჭავჭავაძის, ნიკეას, თაბუკაშვილის, მაისურაძის, გუგუნავას, ლადო ასათიანის ქუჩებისა და ილია ჭავჭავაძის, სულხან-საბას ორბელიანის, დავით აღმაშენებლისა და შოთა რუსთაველის გამზირების მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია ტექნიკური სამუშაოების გათვალისწინებით. შ.პ.ს. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.