ახალ სამგორში წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით 12.04.2017



12 აპრილის 08:00 საათიდან 15 აპრილის 09:00 საათამდე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ახალი სამგორის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია სარეაბილიტაციო სამუშაოების გათვალისწინებით. შ.პ.ს. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.