შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას ზემო იმერეთისა და რაჭის რეგიონული ფილიალის ონის სერვის ცენტრის შემოსავლების კოორდინატორის პოზიციაზე



შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას ზემო იმერეთისა და რაჭის რეგიონული ფილიალის ონის სერვის ცენტრის შემოსავლების კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ონი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია - მოვალეობები:

** შინაგანაწესის დაცვა და თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობების ხარისხიანი და ოპერატიული შესრულება;
** კომპანიის სრული კომერციული ციკლის დადგენილ ვადებში შესრულების კონტროლი (მრიცხველის ჩვენებების აღება, საფასურის დარიცხვა, ქვითრების და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა, დარიცხული თანხის ამოღება).
** წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონოდ სარგებლობის ფაქტის გამოვლენა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;
** იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან სერვის ცენტრში თანხის ამოღების კონტროლი;
** კომპანიის შემოსავლების ზრდასთან დაკავშირებული გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** შემოსულ კორესპონდენციაზე შესაბამისი რეაგირების განხორციელება;
** განყოფილების უფროსისათვის ყოველდღიური ანგარიშის მომზადება და ინფორმაციის მიწოდება;
** შესრულებული სამუშაოების შესახებ ყოველთვიური ანგარიშის მომზადება/წარდგენა უშუალო უფროსისთვის;
** მასზე მინდობილი კომპანიის კუთვნილი ქონების დაცვა/მოფრთხილება;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, სასურველია განათლება ფინანსური ან/და ეკონომიური მიმართულებით;
** მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
** სავალდებულოა Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესებულმა პირებმა 2021 წლის 20 აპრილის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე konkursi@water.gov.ge და გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!