შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის სპეციალისტის (3 (სამი) ვაკანტურ) პოზიციაზე



შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის სპეციალისტის (3 (სამი) ვაკანტურ) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოთხოვნები:

** შესყიდვების პროცესის კოორდინაცია და მართვა;
** შესყიდვების გეგმის პროექტის შედგენა და რეგისტრაცია;
** სატენდერო დოკუმენტაციის პროექტის მომზადება;
** ხელშეკრულებების პროექტის მომზადება;
** შესყიდვებთან დაკავშირებული სხვადასხვა ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, სასურველია განათლება იურიდიული/ეკონომიკური/ბიზნეს ადმინისტრირება;
** მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
** სავალდებულოა Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook მაღალ დონეზე ცოდნა.

სამართლებრივი აქტების ცოდნა:

** საქართველოს კონსტიტუცია;
** საქართველოს კანონი "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ";
** ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის ბრძანება №12;
** გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს ბრძანება №13;
** შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის ბრძანება №7;
** სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 8 თებერვლის ბრძანება №1;
** შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №19 ;
** თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის ბრძანება №2;
** კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის ბრძანება №7.
** "საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №2-51 ბრძანებით დამტკიცებული "სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო- კვლევითი ცენტრის დებულება".

დამატებითი მოთხოვნები:

** სახელმწიფო შესყიდვების სფეროში, საბიუჯეტო ორგანიზაციაში არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში);
** სავალდებულოა შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ცოდნა;
** სასურველია ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში მუშაობის გამოცდილება;

კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში უნდა ატვირთოს:

** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი/ასლები;
** სამუშაო გამოცდილების შესახებ ცნობა/ბრძანება/ხელშეკრულება;
** სამოტივაციო წერილი კონკრეტული ვაკანსიისათვის.

დაინტერესებულმა პირებმა 2021 წლის 16 აპრილის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე konkursi@water.gov.ge და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!