წყლის ხარისხის კონტროლი



როგორ ხორციელდება  წყლის ხარისხის მონიტორინგი?

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წყლის ხარისხის მონიტორინგს ახორციელებს ლაბორატორიული ქსელით, რომელიც მოიცავს 8 რეგიონულ და 35 სერვის ცენტრის ლაბორატორიებს.

 რეგიონული ლაბორატორიები განთავსებულია შემდეგ ქალაქებში: ბოლნისი, გორი, წყალტუბო, ქუთაისი, ოზურგეთი, ფოთი, ახალციხე და თელავი.

 

რა აპარატურით ხდება წყლის ხარისხის კონტროლი?

 

ლაბორატორიები აღჭურვილია შემდეგი აპარატურით: ქიმიური ანალიზებისთვის-

ფოტომეტრი AL-400-iT, პორტატული PH-მზომი sd 50 და condi-ის მზომი sd 70 –ის

აპარატი, ხოლო ბაქტერიოლოგიური კვლევებისათვის - აპარატი ,, TRAVAS“-ი. აგრეთვე

ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზებისათვის საჭირო შემდეგი სახის დანადგარებით:

წყლის დისტილატორი, საშრობი კარადა, მიკრობიოლოგიური ინკუბატორი, ელექტრო

სასწორი, ავტოკლავი და მუფელის ღუმელი.

 

რა ინტერვალით ხორციელდება წყლის ხარისხის მონიტორინგი?

 

ტექნიკური რეგლამენტისა და კომპანიის მიერ დამტკიცებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით სისტემატურად მიმდინარეობს ნედლი (სათავეებზე არსებული) და დამუშავებული (ქსელში არსებული) წყლის მონიტორინგი და ყოველდღიურად ტარდება ორგანოლეპტიკური, ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზები. 

 




301 Moved Permanently

Moved Permanently

The document has moved here.